სიხლეები   რეკომენდაცია დიზელის (PPM 50 და მეტი) გატანა - ავტოგასამართი სადგურიდან 2014 წლის საწვავის შესყიდვასთან დაკავშირებით
03.01.2014
  
 

სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც 2014 წლისთვის ესაჭიროებათ დიზელი (PPM 50 და მეტი) (შემდგომში - დიზელი), გატანა - ავტოგასამართი სადგურიდან - აღნიშნულ საწვავის სახეობასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე (მაგ. გამარჯვებულის გამოვლენა) 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო დიზელის მოცულობის შესყიდვა უნდა განხორციელდეს იმ მიმწოდებლისგან, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში არსებული ელექტრონული პროცედურის გამოცხადების ან ბაზრის კვლევის შედეგად  დააფიქსირებს იმაზე დაბალ ფასს ვიდრე  1.90 ლარი ერთი ლიტრი დიზელის სანაცვლოდ. ელექტრონული პროცედურის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ან ბაზრის კვლევის შედეგად უფრო ძვირი ფასის დადგენის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2014 წლის იანვრის თვეში საჭირო დიზელის (გატანა ავტოგასამართი სადგურიდან) შესყიდვა უნდა მოახდინოს CON140000010 კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლისგან (შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი") არაუმეტეს 1.90 ლარად ერთი ლიტრი დიზელის სანაცვლოდ.