სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა 2013 წლის შერჩევა
08.05.2013
  
 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2013 წლის 14 მაისს 15:00 საათზე გაიმართება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2 წევრის შერჩევა.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურები სააგენტომ 2013 წლის 11 აპრილს დაიწყო და 2013 წლის პირველ მაისამდე გაგრძელდა. კანდიდატურების წარმოდგენა ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას  შეეძლო.

 

შერჩევა განპირობებულია საბჭოს ორი წევრის ნიკოლოზ ნანუაშვილის (ბიზნეს ასოციაციის იურისტი) და გიორგი კოტრიკაძის (ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე) უფლებამოსილების ვადის ამოწურვით.

 

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, კანონმდებლობის თანახმად, პარიტეტულ პრინციპებზეა დაკომპლექტებული არასამთავრობო სექტორისამი და  კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამი წარმომადგენელისგან.

 

შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ დავების საბჭოს წევრობის 2 კანდიდატს, რომლებიც აირჩევიან 1 წლის ვადით.

 

საბჭოს წევრის საქმიანობა:

საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი ორგანიზაციისგან. მისი საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

საბჭოს წევრს, მის წარმომდგენ ორგანიზაციაში სამუშაო ადგილის დატოვების შემთხვევაში, არ უწყდება საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

 

ცნობისათვის:

2011 წლის განმავლობაში მიღებულია 66 საჩივარი.

2012 წლის განმავლობაში მიღებულია 127 საჩივარი.

2013 წლის განმავლობაში (1 მაისის  ჩათვლით) მიღებულია 118 საჩივარი.

 

შერჩევა ჩატარდების ადგილი:

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

მისამართი: ქ. თბილისი პეკინის ქ. N28, მე-4 სართული

 

საკონტაქტო პირი:

სოფიკო ბერიშვილი

ელ. ფოსტა: sberishvili@spa.ge