სიხლეები   სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების მიზნით კითხვა/პასუხის მოდული ამოქმედდა
17.10.2012
  
 

დღეიდან მიმწოდებლებს შეუძლიათ სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეკითხვები დასვან სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით. შემსყიდველ ორგანიზაციებს კი ექნებათ ვალდებულება აღნიშნულ შეკითხვებს უპასუხონ. სისტემაში უკვე დამკვიდრებული პრინციპი მიმწოდებელთა ვინაობის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით დაცულია ამ შემთხვევაშიც, კერძოდ, ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის დასრულებამდე შეკითხვის ავტორი მიმწოდებლის ვინაობა არ არის საჯარო. ხოლო რაც შეეხება შეკითხვას და ამ შეკითვაზე პასუხს - აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია სისტემის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. აღსანიშნავია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხით/განმარტებით შეუძლია ისარგებლოს როგორც შეკითხვის ავტორმა მიმწოდებელმა, ასევე, სხვა მიმწოდებლებმაც.