სიხლეები   შპს „ქართული კვების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას
15.06.2013
  
 

შპს „ქართული კვების კომპანია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სხვადასხვა სახის სამზარეულო

ინვენტარისა და დანადგარების  შესყიდვის  მიზნით

 

შესყიდვის ობიექტი: სხვადასხვა სახის სამზარეულო ინვენტარისა და დანადგარების  შესყიდვა 14 ლოტად, სავარაუდო ჯამური ღირებულებით 2 812 474 (ორი მილიონ რვაასთორმეტი ათას ოთხასსამოცდათოთხმეტი) ლარი. შესასყიდი საქონლის დასახელება, რაოდენობა, ტექნიკური პარამეტრები და ლოტების ზღვრული ღირებულებები მოცემულია ცხრილი N1-ში. პრეტენდენტის მიერ შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა ერთ ან რამოდენიმე ლოტზე. ერთეულის ფასები და საერთო ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელს და ხარჯს, მ.შ დ.ღ.გ, ტრანსპორირების ხარჯი, ადგილზე მონტაჟის ხარჯი და სხვა.

მიწოდების პირობები: შესასყიდი საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღისა. სავარაუდო მიწოდების  ადგილი -  ქ. თბილისი, 31-ე ქარხნის ტერიტორია.

გარანტია: შესასყიდ საქონელზე (გარდა ლოტი N1 და 2) საგარანტიო ვადა შეადგენს მოწყობილობის ექსპლუატაში გაშვებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.

ანგარიშსწორების პირობები: მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ფორმით: შემსყიდველის მიერ მოხდება მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 40%–ის წინასწარ გადარიცხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსოდ გადასარიცხი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე. აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს ინვენტარის/დანადგარ(ებ)ის მიწოდების ვადას ვადას.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით. აღნიშნული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

რეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1.       კომპანიის რეკვიზიტები (ცხრილი N2);

2.       ფასების ცხრილი (ცხრილი N3) (ლოტის N; N,  დასახელება, რაოდენობა, მარკა/მოდელი, ტექნიკური აღწერილობა, ერთეულის ფასი, საერთო ღირებულება, ლოტის ღირებულება, მიწოდების ვადა, გარანტიის ვადა);

3.       საქონლის (დანადგარების) საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერთიფიკატი. (გარდა N 2, 3, 4 ლოტისა)

4.       ინფორმაცია მომსახურე ბანკ(ებ)იდან 2012 წლის 01 იანვრიდან დღემდე ფულადი ბრუნვის შესახებ (მინიმუმ 300 000 ლარი); (გარდა N 2, 3, 4 ლოტისა)

5.       ინფორმაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს შემდეგს: შემსყიდველის დასახელება, შესყიდვის ობიექტი, მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულება და პროექტის განხორციელების პერიოდი.

6.       არანაკლებ 2 სარეკომენდაციო წერილი (დადებითი რეკომენდაცია) შემსყიდველი ორგანიზაციიდან მის მიერ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ანალოგიური საქონლის მიწოდების შესახებ. რეკომენდაციაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია, თუ რამდენად ხარისხიანად, სრულად და დროულად შეასრულა მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. ასევე უნდა იყოს დაფიქსირებული მიწოდებული საქონლის ღირებულება. თითოეულ რეკომენდაციაში ანალოგიური მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 100 000 ლარისა. (გარდა N 2, 3, 4 ლოტისა)

7.       საკვალიფიკაციო მონაცემები:

·         ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

·         ცნობა იმის შესახებ რომ კომპანიის მიმართ არ ხორციელდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

·         ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან პრეტენდენტის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;

·         ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ).

 

საკვალიფიკაციო მონაცემები გაცემული უნდა იქნას განცხადების გამოქვეყნების თარიღის შემდეგ.

 

1, 2 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ხელმოწერით და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში).

 

შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საქონლის (ლოტი 1 და 2) ნიმუშები.

 

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება (წინადადების წარმოდგენა) ნიშნავს, რომ იგი სრულად ეთანხმება შემსყიდველის ფასთა გამოკითხვის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2013 წლის 19 ივნისის 19.00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ თანხმობა  ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად.

 

პრეტენდენტებმა არაუგვიანეს 2013 წლის 21 ივნისის 19.00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ ფასთა გამოკითხვის განცხადებით განსაზრვრული დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტებში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, სოფ. დიღომი, „თათრანტ ბაღები“ შპს „ქართული კვების კომპანიის“ ოფისის მისაღები. კონვერტზე უნდა იყოს მითითებული პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი და გვარი, პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტიური მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პრეტენტენტის ტელეფონის ნომერი (ტელეფონი, მობილური).

 

საკონტაქტო ინფორმაცია: სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში წერილობითი მიმართვით ან ზეპირად საკონტაქტო პირებისგან: თინათინ პეტრიაშვილი - 595 16-32-36, გივი ლომიძე - 599 34-07-40, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: მამუკა ბაღაშვილი - 599 89-81-58, დავით კობერიძე -  595 16-58-61. დოკუმენტაციის გატანა/წინადადებების წარმოდგენის საკითხებზე - ეკატერინე მუნჯიშვილი - 577 05-73-57, 220-01-22.