International Cooperation  საერთაშორისო პუბლიკაციები  დეფინიციები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
  • iconone.png Understanding the EU Financial Thresholds (No. 5, September 2016) – ევროკავშირის მონეტალური ზღვრების ანალიზი - ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი  დირექტივები ვრცელდება მხოლოდ იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა ღირებულება ტოლია ან აღემატება ამ დირექტივებით დადგენილ მონეტალურ ზღვრებს. რომელია ეს ზღვრები და რატომ არის კონკრეტულად დადგენილი ეს მონეტარული ზღვრები? სწორედ ეს იქნება ამ ანალიზის განხილვის ძირითადი საგანი. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია. დოკუმენტი ხელმისაწვდომია აგრეთვე რუსულ ენაზე

  • iconone.pngIn-house Procurement and Public/Public Co-operation (No. 39, September 2016) - შიდა ორგანიზაციული შესყიდვები და საჯარო უწყებებს შორის თანამშრომლობა - როდესაც შემსყიდველ ორგანიზაციას ესაჭიროება შესაბამისი საქონელი, მომსახურება თუ სამუშაოს შესრულება, მას ორი არჩევანი აქვს: შეუძლია შესყიდვის ობიექტი შეიძინოს ბაზარზე არსებული მიმწოდებლებისგან ან შესყიდვის ობიექტი თავისივე ორგანიზაციის შიგნით აწარმოოს. ევროკავშირის საჯარო შესყიდვების შესახებ დირექტივა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს არჩევანის საშუალებას, თუ რა საშუალებით განახორციელებს იგი არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მათ შორის, ეს შესაძლებელია  საკუთარი შიდა ორგანიზაციული რესურსების გამოყენების გზით. გარდა ამისა, შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია საქონლის, მომსახურებისა თუ სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა სხვა საჯარო ორგანოსგან, რომელიც თავადვე წარმოადგენს შემსყიდველ ორგანიზაციას. გამონაკლისები, რომელიც ეხება შიდა ორგანიზაციულ შესყიდვებს, ისეთ სიტუაციებს გულისხმოს, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია არ იყენებს სხვის მომსახურებას და მოთხოვნის დაკმაყოფილებას ახდენს საკუთარი შიდა რესურსების გამოყენებით. ასეთ სიტუაციაში, შემსყიდველი ორგანიზაცია თვითონვე ახორციელებს საქონლის, მომსახურებისა თუ სამშენებლო სამუშაოს მიწოდებას შიდა ორგანიზაციულის რესურსების გამოყენებით. როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ასეთი სახის შესყიდვას ახორციელებს, საჯარო შესყიდვების შესახებ დირექტივა მას არ ავალდებულებს ამავე დირექტივით განსაზღვრული წესების და პროცედურების გამოყენებას გამარჯვებულის გამოსავლენად და ხელშეკრულების დასადებად. ამდენად, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია შიდა ორგანიზაციული რესურსებით ახდენს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, მასზე არ ვრცელდება ზემოხსენებული დირექტივით დადგენილი წესები (ე.წ. ,,შიდა ორგანიზაციული“ გამონაკლისი). ე.წ. ,,შიდა ორგანიზაციული“  გამონაკლისის ფართო განმარტების თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება აგრეთვე შეუძლია იმ საჯარო ორგანოს, რომელიც მისგან ცალკე მდგომი, თუმცა ამ შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურის ნაწილია. რაც შეეხება საჯარო ორგანოებს შორის თანამშრომლობის კონცეფციას, აქ იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციები თანამშრომლობენ ერთმანეთთან გარკვეული აქტივობების განსახორციელებლად და ამ დროს, ისინი ვალდებულნი არ არიან გამოიყენონ საჯარო შესყიდვების შესახებ დირექტივით დადგენილი წესები. წინამდებარე კვლევაში განხილულია თუ რა ფარგლებში არიან შემსყიდველი ორგანიზაციები უფლებამოსილნი გამოიყენონ ზემოხსენებული გამონაკლისები, იმისათვის რომ არ დაარღვიონ საჯარო შესყიდვების დირექტივით დადგენილი წესები. იხ. დოკუმენტის ინგლისური ვერსია.