სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სტაჟირების გავლის რამდენიმე გზა არსებობს:

1) მსურველებს შეგიძლიათ ჩაერთოთ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში. პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდზე: http://www.stajireba.gov.ge.

2) სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სტაჟირების გავლის მსურველებს ასევე შეგიძლიათ შეავსოთ თანდართული ფორმა და გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@spa.gov.ge.

3) სსიპ სახელმწიფო შეყიდვების სააგენტო პერიოდულად გამოაქვეყნებს ვაკანსიას სტაჟირების შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე და ასევე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge.
ის კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ პირველ ეტაპს (განაცხადების გადარჩევა), გადავლენ შემდეგ ეტაპზე - გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დაინიშნოს ტესტირება.