ბაზრის კვლევა   სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი აცხადებს ბაზრის კვლევას
04.08.2021
  
 

CPV80500000 - სატრენინგო მომსახურებების მიმწოდებელთა საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ აივ ინფექციის/შიდსის, ტუბე კულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) დაფინანსებით, „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფის“  (GEO-T-NCDC) პროგრამის ფარგლებში სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაგეგმილი აქვს მომსახურების (CPV - 80561000 - პროფესიული მომზადება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში) შესყიდვა - ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენის და მკურნალობის ხელშეწყობისთვის  თბილისში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

პროექტის მიზანია თბილისში, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში C ჰეპატიტით, აივ ინფექცია/შიდსითა და ტუბერკულოზით გამოწვეული ავადობის, სიკვდილობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების ადრეული გამოვლენის და ეფექტური მკურნალობის ხელშეწყობის გზით.

დაინტერესებულმა მხარეებმა მომსახურების მიწოდების ჯამური ღირებულება უნდა წარმოადგინონ ლარში, ტექნიკური დავალების ფასების ცხრილის (დანართი №2) შესაბამისად.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია მოგვაწოდოთ, წერილობითი ფორმით, ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის/პროგრამების დირექტორის, ირმა ხონელიძის სახელზე  არაუგვიანეს 2021 წლის 13 აგვისტოს  ჩათვლით.

 

მისამართი: ქ. თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი №99, სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ან ელექტრონული ფოსტის  მეშევეობით cancelary@ncdc.ge;

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ტელეფონი: (995 32) 219 25 94   –  შიდა (804).

 

 

მიბმული ფაილები